- პოლიტეა
- არისტოტელეს აზრით, არის საზოგადოების სწორი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია, რომელიც დემოკრატიისა და არისტოკრატიის შენაერთს წარმოადგენს და გათანაბრებითი და განაწილებითი სამართლიანობის საწყისებს აერთიანებს. აქ ბატონობენ საზოგადოების საშუალო ფენები. მისი თქმით, ადამიანი ,,პოლიტიკური ცხოველია”, რომელიც სრულ განვითარებას მხოლოდ საზოგადოებაში (პოლისში) აღწევს. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, არისტოტელესთვის მონები და ბარბაროსები, რომლებიც პოლისის ორგანიზაციულ ცხოვრებას არ იცნობენ, არასრულყოფილნი არიან. ხელისუფლება პოლისში ეფუძნება ელინთა თავისუფლებას და თანასწორობას და ამით შვილების მიმართ მამის ხელისუფლებისაგან განსხვავდება, ასევე მონების მიმართ ბატონობისაგან. სახელმწიფოს მიერ თავის საქმიანობაში გათანაბრებით და განაწილებით სამართლიანობებს შორის სათანადო პროპორციის გაუთვალისწინებლობას მივყავართ სახელმწიფო გადატრიალებებამდე.Source: თოფჩიშვილი რევაზ, სამართლის ევოლუცია და ადამიანის უფლებები/ //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999
Georgian encyclopedia. 2013.